აშშ-საფრანგეთი

ტექნოლოგიური კომპანიებისათვის გადასახადის ზრდის გამო ტრამპი საფრანგეთს ტარიფებს უწესებს

ემანუელ მაკრონი და დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლონდონში NATO-ს სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას თქვა, რომ ტექნოლოგიების ამერიკული კომპანიებისათვის გადასახადების გაზრდის გამო შესაძლოა აშშ-მა საფრანგეთს ტარიფები დაუწესოს.

ტარიფები შესაძლოა შეეხოს ფრანგულ ღვინოს, ყველს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს და სხვა პროდუქციას, ჯამში 2.4 მილიარდის აშშ დოლარის ღირებულების საქონელს.

"ჩვენ დავაწესეთ ტარიფები ღვინოზე და სხვა ტერიფებიც გვაქვს მზად. გვირჩევნია ეს არ გავაკეთოთ, მაგრამ მხოლოდ ეს იმუშავებს. ამიტომ, ამ გავარკვევთ ამ საითხს, ან ორივე მხარისათვის მომგებიან გადასახადებს შევიმუშავებთ." თქვა ტრამპმა.

საფრანგეთმა ტექნოლოგიების მსხვილი კომპანიებისათვის, მათ შორის Facebook-ის, Google-ისა და Amazon-ისათვის საფრანგეთში მიღებულ მოგებაზე გადასახადები 3%-მდე გაზარდა.

ტრამპმა მაკრონს უთხრა, რომ ტარიფების გარდა მისთვის კიდევ ერთი შეთავაზება აქვს, კონკრეტულად კი სირიაში აშშ-ის ძალების და მათი მოკავშირეების მიერ დაკავებული ტერორისტების დაბრუნება. ტრამპმა თქვა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში მებრძოლებს შორის ბევრი ევროპიდან იყო ჩასული და ისინი უკან უნდა დაიბრუნონ. მაკრონმა ტრამპს უპასუხა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლებს შორის ევროპელების წილი ძალიან დაბალია, თუმცა მათ დაბრუნებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა თქვა, რომ ამერიკულ ინტერნეტ კომპანიებისათვის, მათ შორის Facebook-ისა და Google-ის და Amazon-ისათვის გადასახადების დაწესებას ბრიტანეთიც აპირებს.

"როდესაც ციფრული სერვისების გადასახადებზეა საუბარი, ვფიქრობ, უნდა შევხედოთ დიდი კომპანიების საქმიანობას და იმ მოგებას, რასაც ჩვენს ქვეყნებსი ნახულობენ და იმ გადასახადებს, რასაც იხდიან. ეს საკითხი უნდა გავარკვიოთ. მათი კონტრიბუცია უფრო სამართლიანი უნდა იყოს." თქვა მან.

ბრიტანეთის კონსერვატიული პარტია კომპანიებისათვის საშემოსავლო გადასახადების დაწესებას დეკემბერში დანიშნულ ვადამდელ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გეგმავს. გეგმის მიხედვით კომპანიები, რომლებიც წელიწადში 500 მილიონ ფუნტზე მეტ შემოსავალს ნახულობენ, 2020 წლის აპრილიდან დიდ ბრიტანეთში მიღებული მოგების 2%-ს გადაიხდიან.

კომენტარები