NATO

ჯონსონი NATO-ს: არ უნდა ვიფიქროთ, რომ სულ მშვიდობა იქნება, საფრთხეები უნდა განვიხილოთ

0 კომენტარი
ბორის ჯონსონი ფოტო: REUTERS

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ლონდონში NATO-ს სამიტის მიმდინარეობისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერებს მიმართა და თქვა, რომ ალიანსმა საფრთხეები უნდა განიხილოს.

"ისტორია გვაჩვენებს, ვერ ვიფიქრებთ, რომ მშვიდობა სულ იქნება. მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ამ იუბილეს აღვნიშნავთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი საქმეები ჩვენ სიტყვებს შეესაბამება," - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა ახალი რეალობის განხილვას არ უნდა აარიდონ თავი:

"კერძოდ, ნატოს პასუხი მომავალ საფრთხეებზე, როგორცაა ჰიბრიდული ომი და მავნებლური ტექნოლოგიები".

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ ვალდებულებებს კვლავ ერთგულად ასრულებდა.

რამდენიმე კვირის წინ ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ NATO ტვინმკვდარი, გონებრივად უნაყოფო ორგანიზაციაა და თავდაცვის საკითხებში ევროპელები აშშ-ის აღარ უნდა დაეყრდნონ. მაკრონის თქმით, დროა საკუთარი თავდაცვაზე ევროპელებმა თავად იზრუნონ.

მის სიტყვებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, არაერთი დასავლელი ლიდერი მას არ დაეთანხმა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მაკრონის განცხადება ბინძური და უპატივცემულო იყო. დასავლელი ლიდერების საპირისპიროდ, მაკრონის სიტყვებს მიესალმნენ რუსეთში და სრული სიმართლე უწოდეს.

კრიტიკის შემდეგ, მაკრონმა თავისი განცხადება დაიცვა და თქვა, რომ ეს განცხადება ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის სასარგებლო და გამომაფხიზლებელი იყო. ცოტა ხნის წინ მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ალიანსის მტრები არ არიან და NATO-ს წევრს ქვეყნებს მათი ფოკუსი ამ ორი სახელმწიფოდან უნდა შეეცვალათ და მისი თქმით, NATO-ს საერთო მტერზე ტერორიზმზე უნდა გაემხავილებინათ ყურადღება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები