ფლანგვის დეტექტორი

ირაკლი შიოლაშვილის ოჯახმა თანამდებობებზე ყოფნისას 289 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა

ფლანგვის დეტექტორი

ირაკლი შიოლაშვილის ოჯახმა მისი გუბერნატორობისა და დეპუტატობის პერიოდში 289 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა - ინფორმაციას ფლაგვის დეტექტორი ავრცელებს.

ირაკლი შიოლაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვიდანაა, რომლის პრემიერობის დროსაც იგი კახეთის გუბერნატორად დაინიშნა;

მანამდე ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროს გამგებელი იყო და ათობით თანამშრომელი გაათავისუფლა პოლიტიკური და რელიგიური ნიშნით - ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

შიოლაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს. 

ფლანგვის დეტექტორმა ე.წ აჯანყებული დეპუტატების შესახებ ინფორმაციული კამპანია მას შემდეგ წამოიწყო, რაც 14 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო, ამის მიზეზად კი პარტიის შიდა დემოკრატიული პროცესები და დეპუტატთა ნაწილის წინააღმდეგობა დაასახელა. 

კომენტარები