სროლა წალენჯიხაში

წალენჯიხაში პოლიციელი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ინტერპრესნიუსი

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველები ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღებით დაუპირისპირდნენ. 

პროკურატურაში ტაბულას უთხრეს, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პოლიციელია დაკავებული. 

სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად მთავარმა არხმა გაავრცელა. 

მათივე ინფორმაციით, სროლაში სამი სამართალდამცველი იყო ჩართული და ორი მათგანი ამ დროისთვის იძებნება. 

კომენტარები