საფრანგეთი

საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვისათვის ემზადებიან

ემანუელ მაკრონი
Reuters

საპენსიო ასაკის ზრდის და პენსიის შემცირების რეფორმების გამო საფრანგეთში მასშტაბური გაფიცვა იგეგმება.

მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროფკავშირები გამოვიდნენ. გაფიცვას შეუერთდებიან აეროპორტების თანამშრომლები, ექიმები, ადვოკატები, მასწავლებლები, პოლიციელები და სატრანსპორტო სფეროში მომუშავე პირები.

გაფიცვისას შეფერხებით იმუშავებს მეტრო და საქალაქთაშორისო მატარებლები. ზოგიერთი ოპერატორი დროებით მუშაობას წყვეტს. პარიზის მეტროს 16 ხაზიდან იმუშავებს მხოლოდ 5.

აეროპორტის თანამშრომლებიც გაფიცვის გამო შიდა ფრენების 30% გაუქმდება.

მასწავლებლების გაფიცვის გამო მოსალოდნელია, რომ 10-დან 4 სკოლა დროებით დაიხურება.

საფრანგეთში ამჟმად რამდენიმე განსხვავებული საპენსიო სქემაა და მაკრონს მათი გაერთიანება სურს. მისი გეგმით თანამშრომლები ყოველ ნამუშევარ დღეს ქულებს მიიღებენ და შემდეგ ეს ქულები საპენსიო ბენეფიტებად გარდაიქმნება. საპენსიო ასაკი 60-დან 62 წლამდე იზრდება. მაკრონს მიაჩნია, რომ მისი გეგმა უფრო სამართლიანია, ვიდრე არსებული. ამჟმად საფრანგეთში საპესნიო სისტემაზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 14% იხარჯება, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკითხვების მიხედვით მოსახლეობის 69% გაფიცულებს უჭერს მხარს. პროფკავშირებში ამბობენ, რომ გაფიცვა არ შეწყდება, სანამ მაკრონი ხსენებულ რეფორმებზე უარს არ იტყვის.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გაფიცვისას ქვეყნის მასშტაბით 250-მდე დემონსტრაციის გამართვა იგეგმება და მათი ნაწილი შესაძლოა დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

აქციებს შუერთდებიან "ყვითელი ჟილეტების" წარმომადგენლებიც, რომელთა პროტესტი გასული წლის 17 ნოემბერს საწვავზე ფასის ზრდის გამო დაიწყო და ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა.

კომენტარები