და ჩვენ ვიცეკვეთ

And Then We Danced-ს 2020 წლის სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენებენ

ქართულ-შვედურ ფილმს, And Then We Danced, 2020 წელს სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენებენ

ფესტივალზე სულ 15 100 განაცხადი იყო შესული, რომელთაგან 118 ფილმი შეირჩა. მათ შორის ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმიც მოხვდა. 

ფილმს SPOTLIGHT-ის სექციაში აჩვენებენ. წარსულში, ამ სექციაში აჩვენეს ჩვენი პატარა ფერმა, (The Biggest Little Farm), მხედარი (The Rider), ლობსტერი (The Lobster).  

And Then We Danced-მა სევილიის კინოფესტივალზე - ჯილდო მაყურებლის რჩეული ფილმისა და საუკეთესო LGBT+ ფილმისთვის მიიღო. 

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება. ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

Sundance, ამერიკული კინოფესტივალი, ჩვეულებრივ, იუტას შტატში, Park City-ში იმართება. ფესტივალი 23 იანვრიდან 2 თებერვლამდე გაიმართება.

კომენტარები