საარჩევნო სისტემა

ხუნდაძე საკუთარი ინიციატივის მხარდაჭერაზე: უმრავლესობის იმედი არა, ხალხის იმედი მაქვს

ტაბულა

"გაქცევა ჩემი საქმე არაა. მე ვიქნები რა თქმა უნდა გუნდში. შევეცდები, რომ ეს ინიციატივა იყოს მხარდაჭერილი, თუმცა არ მაქვს ამ შემთხვევაში უმრავლესობის იმედი, თუმცა მაქვს ხალხის იმედი", - ამბობს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძე.

ხუნდაძის თქმით, მოსახლეობას უნდა შევეკითხოთ, თუ როგორი პოლიტიკური ცხოვრებით უნდათ რომ ქვეყანამ იცხოვროს.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატი განმარტავს, ისინი აპირებენ რეგიონებში გასვლას და სწორედ ამ მიზნით ხალხის გამოკითხვას - "ისინი გადაწყვეტენ და არა მხოლოდ დეპუტატები", - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

დიმიტრი ხუნდაძემ გუშინ, 4 დეკემბერს, პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება. ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე უმრავლესობასთან ვერ თანხმდება და მას ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

კომენტარები