ცნობილი ადამიანები

ლილი-როუზ დეპი: ფრანგმა დედამ მასწავლა, რომ საკუთარი სხეულის არ უნდა გრცხვენოდეს

0 კომენტარი
ფოტო: decider

ლილი როუზ დეპმა The Face-თან ინტერვიუში ისაუბრა იმაზე, თუ როგორია როდესაც შენი მშობლები ვარსკვლავები არიან. 

საუბარში ჯონი დეპისა და ვანესა პარადის შვილმა აღნიშნა, რომ პირადი სივრცის არქონა საკმაოდ რთულია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ისეთ გარემოში გაიზარდა, რომელშიც ყველას ყურადღება მისი ოჯახისკენ იყო მიმართული, მშობლებმა ასწავლეს, რომ პირად ცხოვრებას ყოველთვის უნდა მოუფრთხილდეს. ყოველ შემთხვევაში - ეცადოს მაინც. 

ასევე მსახიობს და მოდელს ჰკითხეს, როგორი შეგრძნებაა, როდესაც შიშველ სცენაში მონაწილეობს. 

"ეგეთ რაღაცებზე არასდროს ვნერვიულობ. სანაპიროზე ყოველთვის გახდილი დავდიოდი, ასე გავიზარდე. ფრანგმა დედამ მასაწავლა, რომ საკუთარი სხეულის არ უნდა გრცხვენოდეს." უპასუხა ლილი როუზ დეპმა.

თუმცა დეპმა აღნიშნა, რომ სულ 20 წლისაა და, რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა დანარჩენს, მასაც აქვს კომპლექსები და ხშირად არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები