რუსეთი

რუსეთში პოლარულ დათვს ტანკის სახელი "T-34" დააწერეს - video

SERGEY KAVRY/FACEBOOK / BBC

რუსეთში პოლარულ დათვს ბეწვზე ტანკის სახელი - "T-34" დააწერეს. ცხოველის ფოტო სოციალურ ქსელში გავცელდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ქმედებით პოლარულ დათვს გაუჭირდება შენიღბვა, რაც თავისმხრივ ცხოველს გაურთულებს საკვების მოპოვებას.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რათა გაირკვას, თუ კონკრეტულად სადაა გადაღებული ვიდეო.

თავდაპირველად პოლარული დათვის ფოტო ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) თანამშრომელმა საკუთარ Facebook გვერდზე გაავცელა.

"T-34" ტანკის დასახელებაა, რომელსაც საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდა.

კომენტარები