სოფო კილაძე

კილაძე მის ბიუროსთან აქციაზე: გულწრფელობას მოკლებულია, არის შოუების დადგმისთვის

ტაბულა

ქართული ოცნების დეპუტატი, სოფო კილაძე, მის მაჟორიტარულ ბიუროსთან გამართულ აქციას გამოეხმაურა. კილაძის თქმით, აქცია გულწრფელობას არის მოკლებული და არის "გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ რაღაც შოუები დაიდგას". 

კილაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა ბრალდებას, რომ მათ არ ხვდება, ვერ მიიღებს. მისივე თქმით, აქტივისტები შეხვედრაზე თავად ამბობენ უარს.

"ძველი "სირცხვილიას" და ახლანდელი "გაბედეს" მოძრაობის წევრებთან ერთად შეთანხმებული ვიყავი შეხვედრაზე, მაგრამ ისინი ამ შეხვედრაზე არ მოვიდნენ. ეს არის ძალიან სამწუხარო. მათ თუ პერფორმანსების მოწყობა უნდათ, კი ბატონო, შეუძლიათ მოაწყონ მაგრამ ეს პერფორმანსები მოკლებულია გულწრფელობას",-თქვა კილაძემ ტელეკომპანია პირველთან საუბრისას.

კილაძის თქმით, აქტივისტებმს შეუძლიათ, პერფორმანსები გამართონ, ტუმცა, დეპუტატი ამბობს, რომ მათ სამუშაო პროცესსა და მოქალაქეებს ხელი არ უნდა შეუშალონ. 

"როდესაც მათ აქვთ ნებისმიერ დროს ჩემთან შეხვედრის შესაძლებლობა, ისინი მაინც ირჩევენ ამ გზას, რომელსაც შეიძლება შემდეგ რაღაც პროვოკაციები მოჰყვეს. ვფიქრობ, რომ ეს არის გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ რაღაც შოუები დაიდგას",-ამბობს სოფო კილაძე. 

დღეს, 5 დეკემბერს, სოფო კილაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან აქტივისტებმა აქცია ჩაატარეს. მათ ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრთან საჯაროდ, მედიის თანდასწრებით შეხვედრა სურდათ. 

მათ ბიუროსთან 41 დატოვეს, ნიშნად იმისა, რომ სოფო კილაძემ და ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა ქვეყანა 41 ვერცხლად გაყიდეს.

კომენტარები