აშშ-რუსეთი

აშშ-ის კონგრესის რეზოლუცია ოკუპაციის დასრულებამდე რუსეთის G7-ში დაბრუნებას ეწინააღმდეგება

Time

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 3 დეკემბერს 339 ხმით 71-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც რუსეთის დიდი შვიდიანის სამიტებში ჩართვას ეწინააღმდეგება.

რეზოლუცია კონგრესში ნიუ ჯერსის დემოკრატმა კონგრესმენმა ალბიო საირესმა აგვისტოში მას შემდეგ დაარეგისტრირა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ რუსეთი დიდი შვიდიანის ფორმატში უნდა დააბრუნონ.

რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს ყირიმის ანექსიის გამო გარიცხეს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნების ოკუპაცია და რეგიონის დესტაბილიზაციისაკენ მიმართული ქმედებები.

რეზოლუცია გმობს კრემლის მიერ მსოფლიოს გარშემო დემოკრატიულ საზოგადოებებზე განხორციელებულ თავდასხმებს, მათ შორის დიდი შვიდიანის წევრ ქვეყნებზე.

"დროდადრო რუსეთი გვაჩვენებს, რომ პატივს არ სცემს სხვა ქვეყნების ტერიტორიულ და დემოკრატიულ ერთიანობას."

რეზოლუციის მიხედვით რუსეთი მხოლოს მას შემდეგ შეძლებს ფორმატში დაბრუნებას, რაც შეწყვეტს უკრაინის ოკუპაციას და დემოკრატიულ ქვეყნებზე თავდასხმას.

კომენტარები