ჯასტინ ტიმბერლეიკი

ჯასტინ ტიმბერლეიკი ცოლს ბოდიშს უხდის, მას შემდეგ რაც სხვა ქალთან ხელჩაკიდებული ნახეს

0 კომენტარი
ფოტო: Elle.co.uk

ჯასტინ ტიმბერლეიკმა თავის ცოლს, ჯესიკა ბიელს, საჯარო ბოდიში მოუხადა, მას შემდეგ რაც გავრცელდა სურათები როგორ ზის ის ხელჩაკიდებული მსახიობ ალიშა ვეინვრაიტთან.

38 წლის მომღერალმა და მსაიობმა ბოდიშის წერილი ინსტაგრამზე დაწერა.

"მე ჭორებისგან განზე გავდექი რამდენადაც შემეძლო, თუმცა ოჯახისთვის მნიშვნელოვანი მგონია რომ ვუპასუხო იმ ჭორებს, რაც ტკენთ ჩემს საყვარელ ადამიანებს.

არაფერი მომხდარა ჩემსა და მსახიობს შორის. მე ძალიან ბევრი დავლიე იმ ღამით და ჩემს ქცევას ძალიან ვნანობ. უკეთ უნდა მცოდნოდა. ეს არ არის მაგალითი, რომელიც მსურს ჩემმა შვილმა აიღოს ჩემგან. ბოდიშს ვუხდი ჩემს საოცარ ცოლსა და ოჯახს ამ სამარცხვინო სიტუაციაში ჩაგდებისთვის, ფოკუსირებული ვარ რომ ვიყო საუკეთესო ქმარი და მამა. ეს არ ვიყავი მე", - წერს ჯასტინ ტიმბერლეიკი.

ჯასტინ ტიმბერლეიკი და ალიშა ვეინვრაიტი ერთად თამაშობენ ფილმში "Palmer", რომლის გადაღებებიც ახლა მიმდინარეობს. 

ტიმბერლეიკი და ვენვრაიტი ხელჩაკიდებულები ნოემბრის ბოლოს შენიშნეს - ინტერნეტში პაპარაცების მიერ გადაღებული სურათები გავრცელდა. ისინი ნიუ-ორლეანში ერთ-ერთი ბარის აივანზე ისხდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყაჩაღობა ვარკეთილში - საბითუმო მაღაზიაზე თავდასხმისთვის ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები