ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურის დამზადებისთვის 2 ადამიანი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საქართველოში შემოიტანეს და ქვემო ქართლის რეგიონში გაასაღეს 20 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა. ამოღებულია 10 000 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

კომენტარები