ანტიკორუფციული სააგენტო

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისთვის ქედის მერიის თანამშრომელი დააკავა

huffingtonpost

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ქედის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, ტარიელ თ. დააკავა.

უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ტარიელ თ-მ მოქალაქეს ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეძიბნაში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობაში მფარველობის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და ორ ნაწილად აიღო 2000 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები