ინდოეთი

ინდოეთში დაწვეს ქალი, რომელიც მასზე მოძალადე ორი კაცის სასამართლო პროცესზე მიდიოდა

0 კომენტარი
ფოტო: CNN

ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში 23 წლის ქალი მატარებლის სადგურზე დაწვეს. ის სასამართლო პროცესზე მიდიოდა სადაც უნდა განეხილათ მის გაუპატიურებაში ბრალდებული ორი კაცის საქმე.

ქალს სხეულის 90% აქვს დამწვარი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ქალმა შეძლო პოლიციისათვის ეთქვა, რომ თავდამსხმელებს შორის მოძალადეები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ. ბრალდებულებიდან ერთი ამ დრომდე მიმალვაშია, მეორე კი სასამართლო პროცესამდე გირაოთი იყო გამოშვებული.

თავდასხმასთან დაკავშირებით 5 პირი დააკავეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები