ტომ ჰოლანდი

მთვრალი ტომ ჰოლანდის ზარმა Disney-ში ადამიანი-ობობა მარველის კინოსამყაროში დატოვა

ტაბულა

ოქტომბერში, როდესაც კომპანია დისნეის CEO ბობ აიგერი ჯიმი ქიმელთან შოუში იყო, მან თქვა, რომ ტომ ჰოლანდის ზარმა დააფიქრა და ადამიანი-ობობა მარველის სამყაროში დატოვა. ამჯერად, ახალგაზრდა მსახიობმა ტომ ჰოლანდმა, კვლავ ჯიმი ქიმელთან შოუში, ისტორიის მისეული ვერსია გვიამბო. 

ჰოლანდის თქმით, ერთხელ მან აიგერის ელექტრონული ფოსტის მისამართი მოითხოვა და წერილი მიწერა, ხოლო როდესაც ის თავის ოჯახთან ერთად პაბში სახალისო თამაშით ერთობოდა და ცოტ-ცოტას სვამდა, მას ბობ აიგერმა დაურეკა. 

"ტელეფონს დავხედე, უცხო ნომერი იყო და ვიფიქრე, მემგონი აიგერი მირეკავს მე კი მთვრალი ვარ!" იხსენებს ჰოლანდი. 

როდესაც მსახიობმა ზარს უპასუხა, მან და დისნეის უფროსმა საქმეზე ისაუბრეს, ხოლო საუბრის შუაში ჰოლანდმა ტირილი დაიწყო. 

"ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან მძიმე იყო, ჩვენ ხომ ასეთი ძლიერი პერსონაჟი შევქმენით!" ამბობს ჰოლანდი და როგორც სჩანს, სწორედ მისმა ემოციურმა საუბარმა დაარწმუნა აიგერი, რომ ადამიანი-ობობასთვის ბრძოლა ნამდვილად ღირს. 

ჰოლანდის მთლიანი ინტერვიუ კი ამ ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ:

კომენტარები