ქართული ოცნება

თალაკვაძე ოცნების დეპუტატისგან ოპოზიციის გინებაზე: ეს არის პოლიტიკა

"ეს არის პოლიტიკა", - ასე ამართლებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი სამხარაძის მხირდან ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ საჯარო გინებას.

თალაკვაძის თმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს არ უნდა გაუკვირდეთ, რომ დიმიტრი სამხარაძეს მათი მიმარტულებით "ძალიან მკაცრი შეფასებები აქვს", რადგან, როგორც თალალვაძე განმარტავს, სამხარაძე წინა ხელისუფლების დროს იდევნებოდა.

"დიტო სამხარაძე არი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი [...] ეს არის პოლიტიკა. გამოხატვის ფორმებს ყველა თვითონ ირჩევს. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ამაზე იქნება რეაგირება. თუ თვლის ოპოზიციის წევრი, რომ კანონს არღვევს ვინმე, მიმართოს შესაბამის ინსტიტუტებს", - ამბობს არცილ თალაკვაძე გურია TV-ის ეთერში.

ქართული ოცნების დეპუტატმა დიმიტრი სამხარაძემ საკუთარ სოციალურ ქსელში გინების შემცველი პოსტი ოპოზიციის მიმართულებით 2 დეკემბერს გამოაქვეყნა, მაშინ, როდესაც მმართველი პარტიის ოფისთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივისტებს ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და პიროტექნიკას ესროდნენ.

კომენტარები