საარჩევნო სისტემა

მდინარაძე: ჯერ საკონსტიტუციო რეფორმის რესუსრსი გუნდში არ არსებობს

"ჯერ საკონსტიტუციო რეფორმის რესუსრსი გუნდში არ არსებობს", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა მამუკა მდინარაძემ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, გუნდში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას გუნდის ბევრი წევრი არ ეთანხმება და ამასთანავე, გადაწყვეტიულება მიღებულია, რომ ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს.

მდირაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი მხარს არ უჭერს იმ იდეას, რომლესაც დეპუტატების ნაწილი აყენებს, მათ აქვთ უფლება ხელმოწერების შეგროვა დაიწყონ, მაგრამ მდინარაძის შეფასებით, მას არ ჰგონია, რომ საკმარისი ხელმოწერების შეგროვება მოხერხდეს.

"მე არ მგონია, რომ შეგროვდება ნახევარი მილიონის ან მილიონის ადამიანის ხელმოწერა, შემდეგ წარმოადგენენ ამას პარლამენტში და გვაიძულებენ, რომ გადავიდეთ ე.წ. ამერიკულ სისტემაზე. ყველა სისტემა არის ლეგიტიმური, ყველა მათგანი მუშაობს განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველოს პირობებში, მე არ ვფიქრობ და გუნდის დიდი ნაწილის არ ფიქრობს ასე", - ამბობს მდინარაძე.

4 დეკემბერს, ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლისთვის საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. საინიციატივო ჯგუფი 10 დეპუტატისგან შედგება. ხუნდაძე ამბობს, რომ კანონპროექტის ინიცირებაზე უმრავლესობასთან ვერ თანხმდება და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

კომენტარები