ოპოზიციის აქცია ქუთაისში

ქუთაისში ოცნების აქტივისტებმა აქციის მონაწილეებს კვერცხები დაუშინეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

0 კომენტარი
ფოტო: ტელეკომპანია პირველი

რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში მიმდინარე აქციაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. 

როგორც ადგილზე მყოფი ჟურნალისტები აღნიშნავენ, აქციის მიმდინარეობის განმავლობაში პერიოდულად მოდიან ქართული ოცნების აქტივისტები, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ დემონსტრაციაზე მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებული აგრესიით კი არასამთავრობო მედიის ჟურნალისტების მიმართ გამოირჩევიან. 

აქციის მონაწილეები კი აღნიშნავენ, რომ ეს ადამიანები სუსის თანამშრომლები არიან და დავალებული აქვთ პროვოკაციით დაპირისპირების გამოწვევა. 

სწორედ ერთ-ერთ ასეთ პროვოკაციას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება აქციაზე. როგორც თვითმხილველები ყვებიან, რამდენიმე აგრესიულად განწყობილმა ადამიანმა აქციის მონაწილეების მისამართით გინება დაიწყო, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

პოლიციის ჩარევით სიტუაცია განიმუხტა, თუმცა არც ერთი კანონდამრღვევი არ დაუკავებიათ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: 4 კილოგრამამდე ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია 1 პირი (VIDEO)

კომენტარები