გაუპატიურება

დააკავეს პოლიციელი, რომელსაც კაცის გაუპატიურება ედება ბრალად

metro.us

კაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს. დამნაშავეს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მთავარ არხთან საუბარში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, ისინი 48 საათის განმავლობაში აპირებენ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას. პოლიციელი, ადვოკატის ცნობით, თავს დამნაშავედ არ ცნობს 

"დაიწყო გახდა, ვერ მივხვდი რა ხდებოდა და იარაღი ამოიღო და მაჩვენა, ტანსაცმელი გაიხადა და გადაყარა. მე ვუთხარი, რას აკეთებ, არაფერს დამაცადეო. როგორც კი გამოძრავებას დავიწყებდი, იწეოდა იარაღისკენ, მერე მუქარაზეც გადავიდა, გინდა, არ გინდა, მე შენთან სექსი უნდა მქონდესო. გამაფრთხილა, რაიონში არ გავსულიყავი და ამ თემაზე თუ ხმას ამოვიღებდი, ცუდი ამბავი მოყვებოდა ამას", - ამბობს მთავარ არხთან საუბარში დაზარალებული კაცი, რომელიც პოლიციელს, აირი დარსალიას, გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

დამნაშავეს ბრალი სისხლის სამართლის საქმის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

კომენტარები