აშშ-საქართველოს ურთიერთობები

კონგრესმენი ელიოტ ენგელი NDI-ის და IRI-ის შესახებ: ისინი არ ირჩევენ არცერთ მხარეს

0 კომენტარი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ენგელ ელიოტი, საქართველოში მოქმედ ამერიკულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ენგელ ელიოტის განცხადება საქართველოში  NDI-ის [ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი] და IRI-ის [საერთაშორისო რესპუბლიკული ინსტიტუტი] საქმიანობას ეხება. ენგელის თქმით, საქართველოში მოქმედი ამერიკული ინტიტუტები მუშაობენ მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან და არ ირჩევენ მხარეებს. 

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ საოცარი წინსვლა განიცადა დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით - ღირებულებები , რაც ამერიკის ამ ქვეყანასთან პარტნიორობის ბირთვს წარმოადგენს. ქართველი ხალხი კი ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ ფრონტის ხაზზე რჩება მაშინ, როდესაც რუსეთი დღემდე აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას."

როგორც ჩანს, ელიოტ ენგელის განცხადება პასუხია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე. ტვ იმედზე სტუმრობისას ივანიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს დონალდ ტრამპს, საქართველოში მოქმედი ამერიკული ინსტიტუტების საქმიანობასთან დაკავშირებით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები