ქართული ოცნების აქცია

კანდელაკი: როგორც კი რომელიმე ხელისუფლება ოპოზიციას აქციას უმართავს - დამთავრებულია

ტაბულა

"როგორც კი რომელიმე ხელისუფლება ოპოზიციას აქციებს უმართავს, ამ ხელისუფლების საქმე დამთვრებულია. ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩვენივე ქვეყანის ისტორიაშიმოიძებნება ასლან აბაშიძისა და შევარდნაძის სახით მოიძებნება", - ამბობს საქართველოს პარლემენტის წევრი ევროპული საქართველოდან გიორგი კანდელაკი TV პირველის ეთერში.

ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა 14 დეკემბერს მორიგი აქციის გამართვას გეგმავს. პარტიაში ამტკიცებენ, რომ ორგანიზატორი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთაა და აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევას ეძღვნება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩაკვეტაძემ თქვა, რომ 14 დეკებერს თბილისში ჩამოვლენ პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც და მათი ტრანსპორტირება დაფინანსდება.

ცნობისთვის, სამოქალაქო მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" ინფორმაციით, საჯარო სამსახურებში დასაქმებულებს "ქართული ოცნების" 14 დეკემბრის აქციაზე მისვლას აიძულებენ და მათ გათავისუფლებით ემუქრებიან. მოძრაობა საჯარო მოხელეებს მოუწოდებს, ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების შემთხვევაში, არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით და მათ დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც არასამთავრობო სექტორის მხარდაჭერით, იურიდიულ დახმარებას აღმოუჩენენ.

შეგახსენებთ, რომ აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ქართული ოცნების წარმომადგენლები ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან. განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები. რამდენიმე ასეთ აქციაზე ისინი შეკრებილებს თავს დაესხნენ, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

კომენტარები