ჭავჭავაძეზე სამუშაოები დროებით ჩერდება, მოძრაობა აღდგება, რა სქემით იმოძრავებს ტრანსპორტი

თბილისის მერიის ინფორმაციით, 8 დეკემბრიდან ჭავჭავაძის გამზირზე ორმხრივი მოძრაობა აღდგება. თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ჭავჭავაძის რეაბილიტაცია, საახალწლო პერიოდის გამო, შეჩერდება და 8 იანვარს გაგრძელდება.

მერია ასევე ავრცელებს ინფორმაცია, თუ როგორი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომანქანების მოძრაობის მარშრუტი. 

ვაკეში შემდეგი სატრანსპორტო სქემა იმოქმედებს: 

 ტრანსპორტი ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის პარკიდან მოძრაობისას, ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებთან დასაკავშირებლად გაივლის მიშველაძის, არაყიშვილის, მირცხულავასა და ნაფარეულის ქუჩებს. 

 ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩისკენ მოძრაობისას, კვლავინდებურად ნებადართული იქნება ყიფშიძის ქუჩისკენ მარცხნივ მოხვევაც. 

 ჭავჭავაძის გამზირზე ვარაზისხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით მოძრაობისას, მარცხნივ მოხვევა ნებადართული იქნება მირცხულავასა და ბერძენიშვილის ქუჩისკენ.

 აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება კავსაძის, თაქთაქიშვილის, ბაზალეთისა და ერისთავის ქუჩებიდან. ხოლო, ფალიაშვილის ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირზე ტრანსპორტი თაყაიშვილისა და მიშველაძის ქუჩების გავლითაც
მოხვდება.

 კეკელიძის ქუჩა, ვარაზისხევიდან ფალიაშვილის ქუჩამდე, კვლავინდებურად ცალმხრივი იქნება.

 ფალიაშვილის ქუჩაზე იმოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის სქემა მთელ სიგრძეზე - კეკელიძიდან მიშველაძის ქუჩამდე.

 ასევე, აბაშიძის ქუჩაც მთელ სიგრძეზე, მიშველაძის ქუჩიდან მრგვალ ბაღამდე ცალმხრივი იქნება.

 ბარნოვის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის სქემა იმოქმედებს. 

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს,

ავტობუსები: N9, N21, N34, N51, N59,
N61, N87, N88 და N140 და მიკროავტობუსები: N4, N15, N32, N35, N44, N73, N120,
N126, N128, N131, N137, N170, N171, N195 და N202 კვლავ ძველ მარშრუტებს
დაუბრუნდებიან და ჭავჭავაძის გამზირის გავლით იმოძრავებენ.

კომენტარები