ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე: გავრილოვთან დაკავშირებით ბოდიში არ მომიხდია, იყო წუხილი იმაზე, რაც მოჰყვა პროცესს

0 კომენტარი

დემოკრატიული საქართველოს ლიდერის, ნინო ბურჯანაძის თქმით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩევთან შეხვედრაზე გავრილოვის ღამესთან დაკავშირებით ბოდიში არ მოუხდია. ბურჯანაძე ამბობს, რომ მან გავრილოვის ვიზიტის შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილი გამოხატა. 

"[ბოდიში არ მომიხდია]გავრილოვთან დაკავშირებით. ბოდიში არ იყო, ეს იყო წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა ამ პროცესებს. როგორც კონკრეტულად აქციის დარბევასთან დაკავშირებით, ასევე იმ პროსტესტის გამოხატვის უზრდელურ ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ზოგიერთმა კონკრეტულმა ადამიანმა გამოხატა. ეს ნამდვილად არ ეკადრება ქართველებს",-თქვა ნინო ბურჯანაძემ. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბურჯანაძემ გავრილოვის ვიზიტის შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო ბოდიში მოიხადა, რუსულმა მედიამ, TACC-მა გაავრცელა

"არ მეშინია ბოდიშის მოხდის ამ აბსოლუტურად საშინელი ინციდენტის გამო. ბოდიშს გიხდით, რომ გაწყვეტინებთ, მაგრამ ვერ დაგასრულებინებთ საუბარს, სანამ ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ, რომ მიმაჩნია, რომ ეს არის პირველ რიგში ქართველი ხალხის, ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა",-თქვა ბურჯანაძემ TACC-ის მიხედვით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები