სახელმწიფო ელექტროსისტემა

ზარდიაშვილი ტაბულას - ენერგოტრანსში დანიშვნაზე: რა თქვენი საქმეა? საჯარო პირი აღარ ვარ!

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

"რა თქვენი საქმეა? საჯარო პირი აღარ ვარ, იცით, რომ არ უნდა დამირეკოთ?!" - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა, ტაბულას კითხვას, ადასტურებს თუ არა დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ, "ენერგოტრანსის" დირექტორის მოადგილედ დანიშვნას, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც სახელმწიფო ელექტროსისტემაა.

ზარდიაშვილმა, რომელმაც დეპუტატის მანდატი 7 ნოემბერს, დეპუტატ ეკა ბესელიასთან მწვავე დაპირისპირების შემდეგ დატოვა და მიზეზად მის წინააღმდეგ "მიზანმიმართული ნეგატიური კამპანიის წარმოება" დაასახელა, "ენერგოტრანსში" დასაქმების შესახებ კითხვას არ უპასუხა, სახელმწიფო ენერგოსისტემამ მედიას მისი დანიშვნის ფაქტი დაუდასტურა. 

"ენერგოტრანსის" საქმიანობა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, მარეგულირებელი ორგანოსა და საქართველოს მთავრობის მიერ ზემოაღნიშნული კანონმდებლობის ფარგლებში გაცემული ნორმატიული აქტების საფუძველზე რეგულირდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კომიტეტმა ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა (Video)

კომენტარები