ფიგურული ციგურაობა

ქართველმა მოციგურავეებმა გრან პრის ფინალში ოქროს მედალი მოიპოვეს

grand prix of figure skating

იტალიის ქალაქ ტურინში გრან პრის ფინალში ქართველმა მოციგურავე წყვილმა, მარია კოზაკოვამ და გიორგი რევიამ, ოქროს მედალი მოიპოვა. 

გრან პრის ფინალში ეს საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალია.  

ქართველმა მოციგურავეებმა 174,9 ქულა დააგროვეს და ამერიკელ წყვილს 0,16 ქულით აჯობეს, მესამე ადგილზე გასულ რუს წყვილს კი 10,68 ქულით გაუსწრეს. ფინალში მსოფლიოს საუკეთესო 6 წყვილი მონაწილეობს. 

კომენტარები