ნარკოდანაშაული

სამგზავრო ჩანთის სახელურში დამალული დიდი ოდენობით ჰეროინი, შსს-მ ერთი პირი დააკავა

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1987 წელს დაბადებულ დ.კ. გონიოში აიყვანეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულს 32, 421 გრამი ჰეროინი სამგზავრო ჩანთის სახელურში ჰქონდა დამალული. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები