რეკლამა

® თბილისი ენერჯიმ ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა

თბილისი ენერჯიმ ნოემბერში 3867 ღია კამერიანი მკვლელი დანადგარი ქსელიდან განმეორებით ჩახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თავად ავრცელებს. 

"ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად საცხოვრებელ ბინებში გაზის დანადგარებისა და ხელსაწყოების გამართული მუშაობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. კომპანია „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმიური შემოწმებების გარდა ინტენსიურად ამოწმებენ გაზგაყვანილობასა და შიდა ქსელს. მიუხედავად უამრავი მაგალითისა და გაფრთხილებისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში, აბონენტების ნაწილი აიგნორებს ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილებებს და უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე. ხშირად გაზის დანადგარების მილებს უერთებენ კორპუსის სავინტილაციო არხებს, რაც კატეგორიულად აკრძალულია. ამით ისინი არა მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან.ნოემბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 3867 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები"- წერია განცხადებაში.  

ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანიობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:

ისანი-ვაზისუბანი - 962

სამგორი - 878

საბურთალო - 449

გლდანი - 343

მთაწმინდა - 296

სანზონა - 226

კრწანისი - 213

ნაძალადევი - 174

დიდუბე - 95

ჩუღურეთი - 84

ნუცუბიძე - 72

დიღომი - 41

ვაკე - 26

წყნეთი - 8

[რეკლამა]

კომენტარები