ცნობილი ადამიანები

ბლეიქ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის ქორწილის ფოტოები პინტერესტმა დაბლოკა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ბლეიქ ლაივლისა და რაიან რეინოლდსის ქორწილის სურათები ცნობილ საიტზე - პინტერესტზე დაიბლოკა, რადგან ისინი პლანტაციაში არის გადაღებული.

წყვილმა 2012 წელს ჩარლზტონის პლანტაციაში გადაიხადა ქორწილი.

ქორწილის სურათები გარდა პინტერესტისა, დაიბლოკა The Knot-ზე. ეს არ იქნება დაბლოკვის ერთჯერადი აქტი საიტების მხრიდან, ისინი ზოგადად პოლიტიკას ცვლიან და თავიანთ პლატფორმაზე მაქსიმალურად აპირებენ შეზღუდონ პლანტაციებში გადაღებული სურათები.

"ქორწილები სიყვარულისა და ერთიანობის სიმბოლო უნდა იყოს, პლანტაციები მათგან არც ერთს გამოხატავს. ჩვენ ვმუშაობთ, რათა შევამციროთ მსგავსი კონტენტი საიტზე და ასევე ვაგრძელებთ პოლიტიკას, რომ არ მივიღოთ პლანტაციების რეკლამები", - თქვა პინტერესტის წარმომადგენელმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები