ვულკანის ამოფრქვევა

ახალ ზელანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, როდესაც ტურისტები კრატერს ათვალიერებდნენ [Video]

ახალი ზელანდიის კუნძულ უაით აილენდზე ვულკანი ამოიფრქვა. ამ დროს კუნძულზე 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა. ამოფრქვევამდე რამდენიმე წუთით ადრე ტურისტები ვულკანის კრატერს ათვალიერებდნენ. მათი ნაწილის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

პოლიციის ინფორმაციით ტურიტების ნაწილის ევაკუაცია მოხერხდა, თუმცა ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

გავრცელდა იმ ტურისტების მიერ გადაღებული ვიდეოები, რომელთა გადარჩენაც მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ უაით აილენდი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, ტურისტების საყვარელ სანახაობას წარმოადგენს და ტურები არის ხელმისაწვდომი.

ვულკანი 2016 წელსაც ამოიფრქვა, თუმცა არავინ დაშავებულა. 3 დეკემბერს გეოლოგიური მონიტორინგის ვებგვერდმა GeoNet გაავრცელა გაფრთხილება, რომ ვულკანი აქტიურ ფაზაში გადადიოდა და ამოფრქვევა ის მოსალოდნელი, თუმცა მათივე მიხედვით ეს ვიზიტორებისათვის საფრთხეს არ შექმნიდა.

კომენტარები