ცნობილი ადამიანები

რაიან რეინოლდსი ფანებთან შეხვედრისას დაეცა (VIDEO)

გასულ უქმეებზე, რაიან რეინოლდსი ბრაზილიაში, Comic Con-ზე იმყოფებოდა.

ახალი ფილმის "Free Guy" წარდგენისას, ის ფანებს უნდა შეხვედროდა, ხელი ჩამოერთვა და ავტოგრაფები გაეცა, თუმცა სწორედ სცენიდან ჩამოსვლის მომენტში, მსახიობსა და საზოგადოებას შორის არსებული ბარიერი გადმოვარდა, რეინოლდსმა უკან გადახტომა მოასწრო, სხვა შემთხვევაში ის წაქცეული ფანებისა და ბარიკადების ქვეშ აღმოჩნდებოდა. 

რეინოლდსი უკან გადახტომის დროს დაეცა, თუმცა არ დაშავებულა, ხოლო ფეხზე წამოდგომის შემდგომ კვლავ ფანებთან ჩავიდა და მათაც დაეხმარა წამოდგომაში, დარწმუნდა რომ არავინ დაზარალდა. 

 

კომენტარები