ქართული ოცნება დღეს, 9 დეკემბერს, მორიგ სხდომას გამართავს. საპარლამენტო უმრავლესობა "ოცნების" მთავარ ოფისში 3 საათზეა ჩანიშნული, მას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.
ჯერჯერობით უცნობია მმართველი გუნდის შეკრების მიზეზი. სავარაუდოდ, უმრავლესობა ქვეყანაში მიმდინარე საკითხებს, მათ შორის, შაარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელებს.