რეკლამა

® პასუხისმგებლიანი თამაში - ევროპაბეთი თამაშის ბიზნესის ევროპულ მოდელზე გადადის

"პასუხისმგებლიანი თამაში" „ევროპაბეთის" ახალი პროექტია, რომელიც სათამაშო ბიზნესის მიზნებისა და საზოგადოებრივი ინტერესების ჰარმონიაში მოყვანას ისახავს მიზნად.

"ევროპაბეთის" მარკეტინგის დირექტორმა, ლაშა გოგუამ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს სათამაშო ბიზნესის ქართულ ბაზარზე უნიკალური ინიციატივის დეტალები გააცნო.

პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა ევროპაბეთის ფინანსური დირექტორი გიორგი ნიჟარაძე.

„გვესმის, რომ სათამაშო ბიზნესი გარკვეულ რისკს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ "ევროპაბეთის" მომხმარებელთა უმრავლესობა თამაშს გართობის საშუალებად მიიჩნევს და მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობს, მაინც არიან მოთამაშეები, ვისთვისაც თამაში შესაძლოა პრობლემური გახდეს", - განაცხადა ლაშა გოგუამ.

მისივე თქმით, კამპანიის ფარგლებში 2020 წლიდან "ევროპაბეთი" მომხმარებლებს ონლაინ ხელსაწყოებს შესთავაზებს, რაც ქართული სათამაშო ბაზრისთვის უპრეცედენტო იქნება.

ესენია:

  • რეალობის შემოწმების შეტყობინება;
  • თვითშეფასების ტესტი
  • მოთამაშის რჩევები;
  • 24/7 მხარდაჭერა პრობლემური მოთამაშეებისთვის;
  • პრობლემური მოთამაშეების თერაპია;
  • გამკაცრებული ვიდეოვერიფიკაცია;
  • პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში.

ამასთანავე, კომპანია სრულად უარს ამბობს გარე რეკლამებზე, საათობრივად ზღუდავს რეკლამას ტელევიზიასა და რადიოში, ინტერნეტ რეკალამა გაკეთდება მხოლოდ ასაკობრივი შეზღუდვით.

საკომუნიკაციო არხებზე თვითრეგულაციით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოხმარდება. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში „ევროპაბეთი“ 2,2 მილიონი ლარს დახარჯავს.

აღნიშნული კონცეფციის პირველი ფაზა „ევროპაბეთის“ მიერ ბრენდ ამბასადორად ცნობილი იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს მოწვევა იყო, რომელიც მომხმრებლებში მთავარ გზავნილს აჟღერებდა: "ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის".

„ევროპაბეთი“ BETSSON-ის გლობალური ჯგუფის წევრია, რომელიც მსოფლიოს 10 ქვეყანაში 17 ბრენდით არის ლეგალურად წარმოდგენილი. საქართველოს სათამაშო ბიზნესის ბაზარი განვითარებადია და გვჯერა, რომ გარემოს გაუმჯობესებისთვის ევროპული გამოცდილების გაზიარებას საჭიროებს. „ევროპაბეთმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკომუნიკაციო არხებზე თვითშეზღუდვით დაზოგილი მთლიანი ბიუჯეტი საზოგადოებისა და გარემოს განვითარების პროექტებს მოახმაროს. ამ მიზნით, 2020 წლის განმავლობაში 2,2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

კერძოდ:

  • პასუხისმგებლიანი თამაშის შესახებ ცნობადობის გაზრდა - საინფორმაციო ვებგვერდები; პრობლემურ მოთამაშესთან მუშაობა - ქოლცენტრი და თერაპია; თემატური სტატიები და სიუჟეტები
  • სპორტის განვითარება - სპორტსმენებისა და პარასპორტსმენების, სპორტში მოღვაწე ადამიანების ხელშეწყობა; სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა; ინფრასტრუქტურული პროექტები
  • ონლაინ მედიის განვითარება - ონლაინ მედიის გაყიდვის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვაში ხელშეწყობა
  • სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები
  • ლოკალური კულტურის მხარდაჭერა და განვითარება

„ევროპაბეთი“ – გლობალური ჯგუფის, BETSSON-ის წევრი

„ევროპაბეთი“ 4 წლის წინ მთლიანად გადავიდა შვედური კომპანია BETSSON-ის (17 ბრენდი 10 ქვეყანაში) მფლობელობაში. „პასუხისმგებლიანი თამაშის“ ქართულ ბაზარზე დანერგვა ერთ-ერთი პირველი ინიციატივაა. „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კონცეფცია გამყარებული უნდა იყოს ბიზნესპროცესებით და ამას საკმაოდ დიდი დროითი, ასევე, ადამიანური რესურსი მოხმარდება. საქართველოში სათამაშო ბიზნესი განვითარებადია და თანმიმდევრული ცვლილებების, დასავლეთევროპულ ქვეყნებში უკვე დანერგილი პრაქტიკების გაზიარებას საჭიროებს.

„ევროპაბეთი“ სათამაშო ბიზნესის ქართული ბაზრისთვის უნიკალურ კამპანიას დეკემბერში იწყებს და ის ეტაპობრივად გაგრძელდება. ყოველი კვარტალის ბოლოს „ევროპაბეთი“ წარმოადგენს ანგარიშს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას შესაძლებლობა მიეცემა, ვერგვერდზე: www.responsible.ge ნახოს, რა შედეგი ჰქონდა ამა თუ იმ კამპანიას.

კომენტარები