მკვლელობა

შსს-მ დირბში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული ბ.ც. დააკავეს.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიძეს - 1996 წელს დაბადებულ ვ.ჭ.-ს,
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე
დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ვ.ჭ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - ცული შემთხვევის
ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე,  საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით
მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები საქმეში არსებული
სხვა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების დადგენა-გამოკვეთის მიზნით.

კომენტარები