პოლიტპატიმრები

კობახიძე ევროპარლამენტარებზე: პოლიტმატიმრებს ეძახიან მათ, ვინც პარლამენტში შეჭრას ცდილობდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

პარლამენტის ყოფილი სპიკერი და ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ევრონესტის თანათავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის, ნათქვამს ეხმაურება, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. 

"ამ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, დღეს უწოდებენ პოლიტპატიმრებს, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ბუნებრივია,"- ამბობს კობახიძე. 

კითხვაზე, თუკი ყველაფერი დღესავით ნათელია, რატომ ვერ შეძლო ქართული ოცნების გუნდმა დასავლელი პარტნიორების დარწმუნება ამაში, კობახიძე პასუხობს, რომ "ყველა დარწმუნებულია, ვინც უნდა იყოს დარწმუნებული". 

კობახიძის თქმით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები პოლიტმატიმრებად ვერ ჩაითვლებიან, რადგან მათ კანონი დაარღვიეს. 

"მარტივი საკითხია, მსჯელობა ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება,"- ამბობს ირაკლი კობახიძე, რომელსაც 20 ივნისს სპეცრაზმის მიერ ანტისაოკუპაციო, მშვიდობიანი მანიფესტაციის ძალადობრივად დარბევის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია. 

ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

კუბილიუსმა თქვა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები