საპენსიო სააგენტო

გახარია სურგულაძის გადადგომაზე: ძალით ხომ არ ვამუშავებდით?! თან დაგვპირდა, რომ ილოცებს

გიორგი გახარია
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის, მიერ თანამდებობის დატოვებაზე დაუსვეს კითხვა. 

გახარია ამბობს, რომ სურგულაძემ საწყის ეტაპზე თავისი ფუნქციები კარგად შეასრულა და პოსტის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რაზეც თავად ვერ ისაუბრებს. 

პრემიერმინისტრის თქმით, სურგულაძე სააგენტოში "მენეჯერის ფუნქციას" ასრულებდა და მის გარდა სააგენტოში ბევრი "მაღალი რეპუტაციის მქონე" პირი მუშაობს. 

"ადამიანმა თქვა, რომ მინდა, წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებთ?! თან დაგვპირდა, რომ ილოცებს,"- ამბობს გახარია. 

ლევან სურგულაძე თანამდებობას ოფიციალურად 16 იანვარს დატოვებს. მისი თქმით, სამეთვალყურეო საბჭოს გადადგომის მოთხოვნით დაახლოებით ერთი კვირის წინ მიმართა. 

"რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის,"- თქვა სურგულაძემ. 

საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე 2018 წლის წლის სექტემბერში დაინიშნა.

2011 წლიდან 2018 წლამდე ის საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ამავდროულად იკავებდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს საქართველოს ერთერთ მსხვილ ჰოლდინგურ კომპანია "კავკასიის ბიზნეს ჯგუფში."

სურგულაძის თანამდებობრივი სარგო/ხელფასი თვეში დაახლოებით 15 000 ლარი იყო. 

კომენტარები