საპენსიო რეფორმა

გახარია: საპენსიო რეფორმა არის ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის ქვაკუთხედი

0 კომენტარი
ფოტო: მთავარი არხი

"საპენსიო რეფორმა არის ქვაკუთხედი როგორც სოციალური სტაბილურობისა ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის გრძელვადიანი, ძალზე პრინციპული რეფორმა," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა.

გახარია საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის, მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სურგულაძემ საწყის ეტაპზე საკმაოდ კარგად შეასრულა თავისი ფუნქციები, თანამდებობა კი პირადი გადაწყვეტილებით დატოვა.

„მის პირად გადაწყვეტილებაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სააგენტოს სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა სახე ჰყავს. სააგენტოს წესდებიდან გამომდინარე, ის იყო ფაქტობრივად მენეჯერი. სააგენტოს ჰყავს ბორდი და ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზე პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე“, - თქვა პრემიერმა.

საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძემ თანამდებობა დღეს დატოვა და თქვა, რომ "რეფორმის წარმატებისთვის ილოცებს". სურგულაძე სააგენტოს დირექტორად 2018 წლის წლის სექტემბერში დაინიშნა.

2011 წლიდან 2018 წლამდე ის საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ამავდროულად იკავებდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს საქართველოს ერთერთ მსხვილ ჰოლდინგურ კომპანია "კავკასიის ბიზნეს ჯგუფში."

სურგულაძის თანამდებობრივი სარგო/ხელფასი თვეში დაახლოებით 15 000 ლარი იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები