ქართული ოცნება

"დაახლოებით გზა გამოიკვეთა" - "ოცნებამ" სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე იმსჯელა

მთაწმინდის მაჟორიტარის ლადო კახაძის შეფასებით, უმრავლესობის სხდომა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, "ძალიან ნაყოფიერი" იყო. მისი თქმით, შეხვედრაზე სრულად მაჟორუტარულ სისტემაზე გადასვლის შესახებ დეპუტატთა ნაწილის ინიციატივაზე იმსჯელეს.

"ეს შეხვედრა იყო იმის კიდევ ერთი დასტური, რომ საკითხის მოგვარებას სჭირდება გარკვეული დრო. ეს იყო წარმატებული შეხვედრა, რადგან დაახლოებით გზა გამოიკვეთა, რაღაც ტექნიკური საკითხები დარჩა შესათანხმებელი, ამისთვის კიდევ ორი დღე იქნება საჭირო, ამ ორ დღეში ყველაფერი იქნება ზუსტად.

გუნდის მთლიანობასთან დაკავშირებით კითხვა აღარ არის, გუნდი არის აბსოლუტურად მთლიანი და დაახლოებით გზა გამოიკვეთა, რომ ის შეთავაზებული წინადადებები, რომელიც იქნა წარმოთქმული, სამჯელო იყო, ბევრი ვიმსჯელეთ, წინააღმდეგობრივიც იყო, მაგრამ რბილი იყო, დარბილდა ეს საკითხები" - ამბობს კახაძე და აღნიშნავს, რომ "პროპორციულობის უპირატესობაზეა საუბარი".

ე.წ "ამბოხებულმა" მაჟორიტარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, 10 დეპუტატისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში 4 დეკემბერს დაარეგისტრირა. ის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას ითხოვს და ამისთვის 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას აპირებს.

კომენტარები