საპროტესტო აქციები

11 დეკემბერს "სირცხვილია" პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ გიგა მაქარაშვილი

11 დეკემბერს "სირცხვილია" პარლამენტის პიკეტირებას აანონსებს. გიგა მაქარაშვილის თქმით, ისინი უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს. 

"სასამართლოს თემა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სასამართლო ის მოვლენაა, რომელთანაც ყველაზე ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუკი რამემ დააზიანა ჩვენი ქვეყანა, ერთ-ერთი მიზეზი იყო სასამართლო, რომელსაც არასდროს არ ეშველა. ამაზე გვექნება ძალიან მძაფრი რეაქცია, ჩვენ თვეების განმავლობაში ამ თემას უყურადღებოდ არ ვტოვებდით და პიკეტირებით, როგორც მინიმუმ, ხელს შევუშლით ამ პროცესს" - ამბობს მაქარაშვილი

მანვე აღნიშნა, რომ ევროპარლამენტარები მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან და აუცილებლად შეეცდებიან, დაანახონ მათ საზოგადოების ერთიანობა სასამართლოს თემაზე. 

11 დეკემბერს, 09:30 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის და გადაწყვეტს, რომელ მათგანს წარუდგენს პარლამენტს.

უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად 20 ვაკანტური პოზიციისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ზაზა თავაძეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კანდიდატურა მოხსნა.

პარლამენტი ყველა მათგანს გაესაუბრა. საკანონმდებლო ორგანომ მათ კანდიდატურებს კენჭი სათითაოდ უნდა უყაროს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები