სიტყვის თავისუფლება რუსეთში

რუსეთში აქტივისტი რეპრესირებულთა სახელების ხმამაღლა კითხვის გამო 5000 რუბლით დააჯარიმეს

0 კომენტარი
ფოტო: kasparov.ru

რუსი აქტივისტი სვეტლანა მარინა დემონსტრაციაზე მიკროფონიდან რეპრესირებულთა სახელების ხმამაღლა კითხვის გამო სტავროპოლის მხარის რაიონულმა სასამართლომ 5 000 რუბლით დააჯარიმა

ადვოკატმა ვაძიმ ანანინმა საქმის აღძვრა გააპროტესტა და განაცხადა, რომ დანაშაული რეალურად არ არსებობს, თუმცა მოსამართლემ მიმართვა არ გაითვალისწინა. 

პროცესის ერთ-ერთი მოწმის მიხედვით, სასამართლოზე თავის ბოლო სიტყვაში სვეტლანა მარინამ აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეშვათ სტალინიზმის დაბრუნება რუსეთის ისტორიის ამ ახალ ეტაპზე. “დღეს ჩვენს ქვეყანაში ისევ ასამართლებენ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების უსაფრთხოებას არანაირ ზიანს არ აყენებენ” - განაცხადა არტიომ დრაჩკოვმა. 

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები