ტოლერანტობის ქომაგი

ჰამიდ სადიგოვს ტოლერანტობის ქომაგის ჯილდო გადაეცა

გარდაბნის სკოლის მასწავლებლს, ჰამიდ სადიკოვს, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა.

გეოგრაფიის მასწავლებელს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ გადასცა.

გარდაბნის რაიონის სოფელ თაზაქენდში, გეოგრაფიის მასწავლებელს, ჰამიდ სადიკოვს სოფლის ცენტრში ბოდიში მოახდევინეს, ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს და მასწავლებლის დისკრედიტაციის მიზნით, ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. 

ინციდენტი მასწავლებლის facebook სტატუსს მოჰყვა. ჰამიდ სადიკოვმა თავისი მოსწავლე გოგოს მოტაცების ფაქტი გაასაჯაროვა და ადრეულ ასაკში ქორწინება გააპროტესტა. ამის შემდეგ გოგომ ოჯახში დაბრუნება შეძლო და სწავლა გააგრძელა.

მასწავლებლის მხარდასაჭერად Facebook-ზე გვერდი "სალამ" გამოჩნდა, სადაც გარდაბნის სკოლის მასწავლებლის, ჰამიდ სადიკოვის მხარდამჭერი ვიდეო გამოქვეყნდა. ჩანაწერში მუსლიმი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ისინი უსამართლობის და ნაადრევი ქორწინების გასაპროტესტებლად მოდიან.

შსს-მ გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს. 

კომენტარები