ე.წ საოკუპაციო ხაზი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები 4 პირი დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას მომხდარი ფაქტი დაუდასტურა.

როგორც სუს-ის მიერ გავცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე, უკანონოდ დაკავებული არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს, ხოლო 3 პირი კვლავ საოკუპაციო ძალების ტყვეობაში რჩება.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეები 7 დეკემბერს დააკავეს.

როგორც სუს-ში განმარტავენ, კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების უკანონო დაკავების ფაქტზე, უკვე გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM).

"მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად. ცხელი ხაზის ეფექტური ფუნქციონირების შედეგად, უკანონოდ დაკავებულთა შორის მყოფი არასრულწლოვანი, უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე", - ამბობენ სუს-ში.

კომენტარები