აშშ

5 წლის ბიჭმა ბაღის ჯგუფელები სასამართლოში, მისი შვილად აყვანის სანახავად დაპატიჟა

KENT COUNTY COURT

აშშ-ში, მიჩიგანის შტატში, 5 წლის ბიჭმა ბაღის ჯგუფელები სასამართლოში, მისი შვილად აყვანის სანახავად დაპატიჟა.

ფოტოზე, რომელიც კენტის სასამართლომ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა, 5 წლის მაიკლი ახალ ოჯახთან ერთადაა, მათ უკან კი ბაღის ჯგუფელები და მასწავლებლები ჩანან.


ფოტო: KENTY COUNTY COURT
სასამართლოს გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოები სოციალურ ქსელში მალევე გახდა ვირუსული.

მაიკლის და მისი ბაღის მეგობრების ფოტო სოციალურ ქსელში ასი ათასობით ადამინმა გააზიარა.


ფოტო: KENTY COUNTY COURT

კომენტარები