პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

ეკონომიკის 10 სექტორი, რომელშიც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა

staticeurobiz

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი ინვესტიციების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით ინვესტიციების ზრდამ 13,7% შედგინა. 

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში FDI-ის რაოდენობამ 417.3 მილიონი დოლარი შედგინა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია საფინანსო სექტორში 96 მილიონი დოლარის სახით განხორციელდა. 

ეკონომიკის 10 სექტორი, რომელშიც ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • საფინანსო — $96 მილიონი;
  • დამამუშავებელი მრეწველობა — $49.3 მილიონი;
  • სასტუმროები და რესტორნები — $45.7 მილიონი; 
  • მშენებლობა — $43.4 მილიონი;
  • ენერგეტიკა — $39.7 მილიონი; 
  • უძრავი ქონება — $30.1 მილიონი;
  • სამთო მოპოვებით — %17.5 მილიონი;
  • ტრანსპორტი — $11.2 მილიონი;
  • კავშირგაბმულობა — $8.1 მილიონი;
  • სოფლის მეურნეობა — $5.4 მილიონი.

ზრდის მიუხედავად, წლიურ ჭრილში კლება საკმაოდ შესამჩნევია. 2018 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით, 2019 წლის სამ კვარტალში ინვესტიციები, დაახლოებით, 20%-ით არის შემცირებული. კლება 185 მილიონი დოლარია. 

კომენტარები