საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში ქალებს რესტორნებში კაცებთან ერთად შესვლის უფლება მიეცათ

BBC.co.uk

საუდის არაბეთში რესტორნებს აღარ მოეთხოვებათ რომ გენდერულად სეგრეგირებული შესასვლელები ჰქონდეთ - გადაწყვეტილება ამის შესახებ სამეფოს მუნიციპალიტეტებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოაცხადა.

აქამდე, რესტორნები ვალდებულები იყვნენ ქალებისა და ოჯახებისთვის ცალკე შესასვლელი ჰქონოდათ, კაცებისთვის კი ცალკე. ამიერიდან, გადაწყვეტილებას თავად ბიზნესმენები მიიღებენ.

ბოლო ხანებში, საუდის არაბეთმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გენდერული ნიშნით შეზღუდვების მოხსნისთვის.

2019 წლის აგვისტოში, 21 წელზე მეტი ასაკის ქალებს უფლება მიეცათ კაცის ნებართვის გარეშე დამოუკიდებლად მოგზაურობის. მათ ასევე დამოუკიდებლად დაქორწინებისა და განქორწინების უფლებაც მიცეს. 2018 წელს კი მოიხსნა დიდ ხნიანი აკრძალვა და ქალებს მანქანის ტარების უფლება მიეცათ.

მიუხედავად ამ ცვლილებებისა, აქტივისტები ამბობენ რომ რიგ შემთხვევებში გენდერული შეზღუდვები რჩება და ამ მხრივ ყველა პრობლემა აღმოფხვრილი არ არის.

კომენტარები