საგამოძიებო: ვალუტის უკანონო ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით 11 პირი დავაკავეთ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქართული და უცხოური ვალუტის სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ყიდვა-გაყიდვის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დანაშაულში სულ მხილებულია 23 პირი. 

დანაშაულში მხილებული პირები ვალუტას უკანონოდ თბილისში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში ცვლიდნენ.  

"ხსენებული პირები სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის და მოსაკრებლისათვის თავის არიდების მიზნით, ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე, ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ნაღდი სახით, ყიდვა - გაყიდვის ოპერაციებს",-წერია განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები