საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

მინისტრებისა და მათი მოადგილეების თითქმის ნახევარს ბიზნესინტერესები უდასტურდება

საქართველოს მთავრობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს კვლევას მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესების შესახებ. კვლევის თანახმად, 64 მინისტრიდან და მოადგილიდან, 29-ს უდასტურდება კომერციული ინტერესები.

კვლევის მიხედვით, ამ 29 საჯარო მოხელიდან 22-ს დარღვეული აქვს კომერციული საქმიანობის გამჟღავნებასთან და ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილებასთან დაკავშირებული კანონის მოთხოვნები.

სამ მინისტრს - მაია ცქიტიშვილს, ეკატერინე ტიკარაძესა და ლევან დავითაშვილს არასრულად აქვთ გასაჯაროებული საკუთარი ან ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობა.

ექვს მინისტრის მოადგილეს თავისი წილი კერძო კომპანიებში არ გადაუცია სხვა პირისთვის დროებით სამართავად, როგორც კანონმდებლობა მოითხოვს. ოთხი მინისტრის მოადგილე კი კვლავაც იკავებს პოზიციას კერძო კომპანიაში.

საერთაშორისო გამჭვირვალობამ ასევე გამოავლინა სამი შემთხვევა, როცა თანამდებობის პირის ოჯახის წევრის კომერციული საქმიანობა ექვემდებარება სამინისტროს კონტროლს.

კომენტარები