ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს

0 კომენტარი

თბილისში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიები დასრულდა. ასამბლეის ფარგლებში ევროპარლამენტარებმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზე განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ და საერთაშორისო საზოგადოებას ამ მიმართულებით ზომების მიღებისაკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

"ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა მოითხოვს ცნობილი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის, რომელსაც საქართველოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მმართველობამ 2-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ვგმობთ მის დაკავებას და მოვუწოდებთ დე ფაქტო მთავრობას მოუხსნას ბრალდება და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების ფარგლებში რეგიონზე წვდომა უზრუნველყოს.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას მშვიდობიანი გზებით უზრუნველყონ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

ვადასტურებთ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენტიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სრულ მხარდაჭერას."

ასამბლეის დახურვისას ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა თანათავმჯდომარემ, ანდრიუს კუბილიუსმაც:

"ჩემი აზრით, აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატება, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის საკითხში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის, სასარგებლო იქნება არა მხოლოდ თქვენი ქვეყნებისათვის, არამედ, საბოლოო ჯამში ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც დასავლურ საზოგადოებას შეუძლია გამოიყენოს იმისათვის, რომ დაეხმაროს რუს ხალხს მოახდინონ მათი ქვეყნის უფრო ევროპულ და დემოკრატიულ ქვეყნად ტრანსფორმაცია. თქვენი წარმატების მაგალითს დიდი ძალა აქვს რუს ხალხზე. ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ რუსეთიც დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას. ამ დროისათვის კი, სამწუხაროდ, ჩვენ ვიწვნევთ მათი აგრესიული ქმედებების შედეგებს. ევროპის მხრიდან სოლიდარობა ქართველების, უკრაინელების მიმართ, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში, როგორიცაა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შემთხვევა, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, არის ის, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ." თქვა მან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები