იაკუტელი შამანი

შამანი, რომელიც პუტინის განსადევნად მიდიოდა იაკუტიაში მეორედ დააკავეს

იაკუტიაში პოლიციამ, დააკავა შამანი ალექსანდრ გაბიშევი, რომელიც ვლადიმერ პუტინის განსადევნად მოსკოვისკენ მიემართებოდა. ინფორმაციას რუსეთში მოქმედი ერთ-ერთი უფლედამცველი ორგანიზაცია ავრცელებს. 

ორგანიზაციის კოორდინატორი, ალექსეი პრიანიშნიკოვი შამანის დაკავების ამსახველ ვიდეო კადრებს აქვეყნებს. გაბიშევი ფედერალურ ტრასაზა დააკავეს, გამოქვაყნებულ კადრებში ჩანს, რომ შამანს გზა პოლიციის რამდენიმე ავტომობილმა გზა ერთდროულად გადაუღობა. 

მანამდე დააკავეს, შამანის გარემოცვის კიდევ ერთი წევრი, ევგენი როსტოკინი. დაკავებული რუსეთის, ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურში გადაიყვანეს [фсб]. მიმდინარე მსვლელობა გაბიშევის უკვე მეორე მცდელობაა ჩააღწიოს მოსკოვამდე. 

პუტინის განსადევნად მსვლელობა შამანმა, მიმდინარე წლის მარტში დაიწყო, თუმცა ხუთი თვის შემდეგ ირკუტსკის ოლქისა და ბურიატიის საზღავრზე დააკავეს. გაბიშევი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გააგზავნეს. 

გაბიშევის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გაბიშევის პუტინის მიმართ ნათქვამი სიტყვების გამო ექსტრემიზმს ედავებიან. მოგვიანებით, გაბიშევი გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მსვლელობა გაბიშევმა 8 დეკემბერს განაახლა.

კომენტარები