მოძრაობა

"ენმ ბოროტი ძალაა" - ქართული ოცნების აქტივისტებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს

ტაბულა

ქართული ოცნების მხარდამჭერებმა პარლამენტთან კარავი გაშალეს

როგორც თავად ამბობენ, ისინი მოძრაობას "შევინარჩუნოთ სიცოცხლე" წარმოადგენენ, მიზანი კი საზოგადოებისთვის იმის შეხსენებაა, რომ ისინიც მათი ნაწილი არიან და მათაც აქვთ გამოხატვის თავისუფლება.

"შევინარჩუნოთ სიცოცხლეს" მთავარი სათქმელი კი ის არის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ბოროტი ძალა, რომელიც კონსტიტუციის მიღმა მოქმედებს.

_______________

სამოქალაქო აქტივიტები და ოპოზიცია 12 დეკემბერს პარლამენტის კიდევ ერთხელ პიკეტირებას გეგმავს. 

ისინი უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების კენჭისყრას გააპროტესტებენ, რომლებიც 09:30 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში იგეგმება. 

კომენტარები